თ. ე.-ისას


რად გინდა სარკე, შე ცელქო, შენა?…
ხომ იცი, ზეცამ რომ დაგამშვენა?
შენს სილამაზეს ეგ ვერ გიჩვენებს, _
მართლის ჩვენება განგებ იჩემებს…
დასტურ გსურს ნახო შენ შენი სახე?
აბა ჩემს გულშიც ერთხელ მონახე,
ჩამოიხედე,_იქ ჰნახავ შენს თავს, _
ნამდვილ სურათსა, ანგელოსისმსგავსს…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი