რად მითვალწუნებ?


რად მითვალწუნებ, რას გაკვირვებს ჩემი ჭაღარა?
ფიქრმა და დარდმა თმა მითეთრა, შუბლი დაღარა…
აზრით და გულით ისევ ის ვარ, ისევ ნორჩი ყრმა,
ისევ ძგერს გული, შიგა სუფევს სიყვარული ღრმა…

მაგრამ რას ვბოდავ, რად არ ვიცი, რაცა ვარ მე დღეს!..
სულს ეტრფის სული, მეგობრულად ტოლი ტოლსა სდევს,
ჩემს თეთრსა თმასა ბუნებისგან რა ვალიცა სდევს,
_ რად არა ვფიქრობ, რომ დრო არის სული ამომხდეს?..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი