სამადლობელი ლექსი


ქართლ-კახეთ-ხესვურ-იმერი,
თუშ-ფშაველ-მეგრელ-გურული,
მთლად საქართველო მოყრილა,
ერთად ზგერს ერის აქ გული…

ყველა მილოცავს სიბერეს,
ჩემზე ლესავენ ენასა,
სიტყვით ლამაზით, კაზმულით,
სცდიან ჩემ გამოჩენასა!

მე კი რა მეთქმის, რაღა ვთქვა,
რა დამრჩა მოსალოცავი,
ერთი რამ, მხოლოდ ერთი რამ,
ის არის კარგი და ავი.

ეს არის ჩვენი აქ მოყრა,
ეს კრება შეერთებული,
საერთ გრძნობა და ძმობა
ერთბაშად გაღვიძებული.

`ერთი წავა და სხვა მოვა
ტურფასა საბაღნაროსა”
მაგრამ რაღა სჯობს ამნ გრძნობას
საერთოს, სანეტაროსა!..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი