წრეს გადასული წრეში შემოსულს


შენ გსურს მარადის ყმაწვილი კაცი,
ამა არ ვსტყუი, არ უნდა ფიცი,
რად შემიყვარებ? განა არ ვიცი,
შენ ჯერ ნორჩი ხარ, მე კი მოხუცი.
ფიქრმა და დარდმა სულ დამადუნა,
ადრე დამაჭკნო, დამაძაბუნა
ორმოცდაათმა წელმა წელმა გამღუნა,
კისერში მაგრა ჩამიკაკუნა.
რად შემიყვარებ? განა არ ვიცი,
შენ ჯერ ნორჩი ხარ, მეკი მოხუცი.
შენ გესიზმრება ლოყა წითელი,
თმაშავი ბიჭი, გულს შემწველი,
ქონდეს მხარბეჩი და წვრილი წელი,
ახლად ჰყვავოდეს, როგორც რომ ველი.
რად შემიყვარებ? განა არ ვიცი,
შენ ჯერ ნორჩი ხარ მე კი მოხუცი.
შენ გაგაწითლებს თუნდაც სიზმარში,
ვისაც არ უჩანს ჭაღარა თმაში,
შენ აგაჟრჟოლებს თუნდა ყინვაში,
ამწვანებული ახლად ულვაში,
რად შემიყვარებ? განა არ ვიცი,
შენ ჯერ ნორჩი ხარ მე კი მოხუცი.
შენ გინდა ცელქი ბავშვი გეტრფოდეს
შავთა თვალთაგან ცეცხლსა აფრქვევდეს,
კბილის ღიმილით გულსა გილხენდეს
თავს გევლებოდეს და გაცელქებდეს…
რად შემიყვარე? განა არ ვიცი,
შენ ჯერ ნორჩი ხარ, მე კი მოხუცი
რად გინდა ჩემი გამოცდილება,
ჭკუა დამჯდარი, ფიქრთA ქმნილება?
რას აქნევ ჩემსას ან ერთგულებას,
რაკი მეწვია ესე ცვლილება?…
რად შემიყვარებ? განა არ ვიცი,
შენ ჯერ ნორჩი ხარ მე კი მოხუცი
მაგრამ, ლამაზო, გული არ ჭკნების,
წინწკალი მასში ცხოვრობდა იხრწნების,
თუ მოეკარე_მსწრაფლ აღენთების,
იფიქრებს, დაგვწვავს, თვითც დაიწვების!…
თუ კი დაიწვი, რად შემიყვარებ?
ტუჩსა ტუჩებზე რად მომაკარებ?!…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი