რაფიელ ერისთავი - ფოტო

რაფიელ ერისთავი

პოეტი, დრამატურგი

0 244

თვალები


ვეტრფი შავსა თვალებსა,
ვეტრფი სხივებრ მაკებსა,
სიყვარულით სავსეთა,
ელვა არ მაკმარესა,
დახე, მათთა კამკამთა,
ჰკრიან შავთა წამწამთა,_
ისარი მკრეს მე გულსა,
დღენი გამიმწარესა!

მე არ მიყვარს თვალები,
თუ რომ იყვნენ მწვანენი,
ეშმაკობიტ სავსენი,
ქაჯთა დასახმარენი,
მე გულს შემიხმუჭვნიან,
ვერას გავიხარენი,_
ნაპერწკალი არ იხრწნის
მათში ბრწყინვალებისა!

ნაცრის ფერი თვალები,
გრილნი მეტად მკრთალები,
ტყუილად კი არა სთქვეს_
ფიჩხულტდასაგვანები…
რა წამს მათ დავინახავ;_
როგორ არ გებრალები,_
ჟრჟოლას ვიწვებ, მომივა
მე დრო გაცივებბისა!

წაბლის ფერსა თვალებსა,
თავს ვინც ათაყვანებსა,მ
სიმშვიდეს ემონება,
მითვე ინეტარებსა,
მათთან თვის საუკუნეს
ტკბილად გაატარებსა,_
მარადიღა ილოცოს
სახელი ღმრთაებისა!

ვიშ, ვიშ ცისფერო თვალებო
სიყრმისავითა მალნო!
მე ნუ მიმზერთ მრისხანედ,
ანგელოზთა სამალნო,
თქვენი ელვა მსგავსია,
ჩემი გულის წამალნო,_
ვითომც სხივი გფერნოდეს
სამოტხის კარებისა!..
კომენტარები (0)