ნეტა რას ტირი დედილო


ნეტავ რას სტირი, დედილო?
რას ჩამომჯდარხარ კერასა?
ასი მკრან გულში, მირჩევნის
მტირალი ქალის ცქერასა

ნეტავ რას სტირი, დედილო?
რას სტირი, ძუძუს ჭირიმე?
ჯარს იძახიან, დედილ;ო_
სად არი ჩემი ხირიმი?

თათარი შემოგვსევია,
სწავს და აოხრებს ქვეყანას
ე მა ქოხს თავზე დაგვაქცევს,
ვენახს მოგვითელს და ყანას.

ნეტა რას სტირი, დედილო?_
რად დროს გლოვაა შვილისა?
გულში მკრეს, ორგან გახვრიტეს
ჩემი პერანგი შალისა

ნეტა რას სტირი დედილო?_
დეე აქ ვეგდო ღელოში,
ხო ვერა ჰნახავს ურჯულოს
ვეღარსად საქართველოში?

ნეტავ რას სტირი, დედილო?
ჯერ ვერ წამოვალ შინათკენ,
მე აქ ვიგერებ ყვავ_ყორანს,
თვალი მიჭირავს იმთკენ…

ნეტა რას სტირი, დედილო?
სახლზედ იყავი ფრტხილადა,
ირმა ხარს მოუარევი,
მარილს ალოკე ხილადა.

ყანა გამარგლეთ ბეჯითად,
არ მოერიოს ჭიოტა ,
ე პაწა არ დამიმშიოთ,
ფოცხვერს არ დამიჭმიოთა!..

ჯერ ნურას ეტყვი შენს რძალსა,
ბალღია, ამიტირდება,
შობამდის დავავიწყდები,
აღდგომას გამიფრინდბა!..

ნატა რას ტირი, დედილო?
რას ჩამომომჯდარხარ კერასა?
ასი მკრან გულში, მირჩევნის,
მტირალი ქალის ცქერასა!..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი