სესიას ფიქრები


მიწა ვარ ნიადაგ მენა,
ბეჩავი, გლეხად შობილი,
მიწაა ჩემი დედ_მამა,
ჩემი და, ჩემი ძმობილი…
ვხნავ, ვთესავ,ვებრძვი მიწასა
ე შრომამაინც ფუჭია,
ვერ გამოვიძღე წლის სარჩო,
ვერ გამოვიძღე კუჭია…
მიწის პატრონიც მე მწიწკნის,
ჭინჭველაც ჩემი მტერია,
მოხელე, მღვდელი და ერი,
ყველა მე შემომცქერია…
ნეტავი გამაგებინა,
როდისღა მომასვენებენ?
ვერ მოვესწრები მგონია,
სანამ არ გამასვენებენ!…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი