რატი ამაღლობელი - ფოტო

რატი ამაღლობელი - პოეტი

6045

დაიბადა ქალაქ თბილისში, 1977 წლის 30 მარტს. 

1994 წელს დაამთავრა თბილისის მეექვსე გერმანული გიმნაზია, ხოლო 2000 წელს კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის ფაკულტეტი.

რატი ამაღლობელის ლექსები 1994 წლიდან პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ ლიტერატურულ გამოცემებში.

  • საქართველოს პენ–ცენტრის პრეზიდენტი 2011 წლიდან.
  • ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" რედაქტორი – 2010–2011 წლებში.
  • ატარებს ყოველკვირეულ ღია ლექციებს "წიგნის სახლში".
  • არის სოციალური ქსელის "აზრები.გე" მასპინძელი.
  • საზოგადოებრივი რადიოს ლიტერატურული გადაცემის, "ხმების ისტორია" წამყვანი – 2005–2010 წლები.