გათავისუფლებ

ჩემი ბაგისგან,
ჩემი ტანისგან,
ჩემი ხელისგან,
ჩემი მკლავისგან,
ჩემი მხრებისგან,
ჩემი თვალისგან,
ჩემი ფიქრისგან,
ჩემი წყენისგან,
სიძულვილისგან,
სიყვარულისგან,
ჩემი თავისგან -
შენი თავისკენ
გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ!

არც არაფერი შენ არ გიქნია,
თითქოს ზაფხულის ღამემ არია,
ის რაც ოდესმე გამიფიქრია
და ის რაც მავნე რამ სიზმარია.
თითქოს "მოჭრილი" თავიც გამისკდა,
გაითავისე ცა და ისუნთქე.
ყველაფრისაგან და ჩემი თავისგან
შენი თავისკენ გათავისუფლებ.