მე შენი ვნების ..

მე შენი ვნების მოგო-
ნება მძაბავს და მვნებს,
როგორც სიმთვრალე გოგო-
ნებს.
მე შენი სახის გახსე-
ნება მაბნევს და მკლავს.
შენ ისევ ჩემი გაო-
გნება გნებავს და გწადს,
როცა ცას ველი საო-
ცარს.