ვეღარ ვიხსენებ იმ ღმერთის სახეს ..


ვეღარ ვიხსენებ იმ ღმერთის სახეს –
მე რომ დავხუჭავ და თვალებს ახელს.
სახელს – ვეღარ ვისხენებ.
მე ვერ ვიხსენებ იმ ღმერთს, რომელიც
ჩემს მაგიდასთან დგას და მომელის.
ყოველდღე მაწვდის პურის თეთრ ნაჭერს
და მერე თავის ხელითვე მაჭმევს.
ვეღარ ვიხსენებ იმ ღმერთის თვალებს,
რომლითაც ათას საყვედურს მალავს.
როგორ ვიყვირო – ღმერთო მიხსენი!
როცა სახელსაც ვეღარ ვიხსენებ.
ფიქრი შიშველი ტერფებით მისდევს
ტანზე სივრცეებ განძარცვულ ქრისტეს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი