სარკე


მე შენს ცარიელ სარკეში ვდგავარ
ისევ
და ვცდილობ გითხრა, გითხრა უბრალოდ,
ისევ:
– რატომ ვერ ხვდები, როგორ მიყვარხარ,
როგორ.
ცა წითელია, ვით პირველი კოცნის დროს
გოგო.
ტბას და მეთევზეს ვტოვებ ანკესთან
და მე
ქალის მაგიერ მხვდება სარკესთან
ღამე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი