გაზაფხულს ელიან ..


გაზაფხულს ელიან
წყნეთი და კარსანი.
როდესაც ცხელია
რძე და კრუასანი,
უკიდეგანოა
სივრცე და ოსანა –
კასპი და გენუა,
კუს–ტბა და ლოზანა.
თბილისი. კიკეთი.
მცხეთა და სამგორი.
მე მინდა სიკეთე
და შენი ამბორი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი