0 2595

ვიცი რომ აღარ გემახსოვრება ..


ვიცი რომ აღარ გემახსოვრება
აღარც მე მახსოვს შენი სხეული,
შენ დაგრჩეს წიგნი-ჩემი ცხოვრება
სამი დღე როა ამოხეული;
შენ დაგრჩეს ჩემი თეთრი სამოსი
და მზის ამოსვლაც ჩემი ენ დაგრჩეს,
შენ დაგრჩეს ჩემი ათასსამასი სიტყვა
რომალიც არის-მე და შენ.
ვიცოდი არც მე, არც შენ და არც მან
სად მივიდოდა გზა გასაკვირი,
შენ იცი, მართლა მინდოდა ჯვარცმა-
ოღონდ მარცხნივ და ავაზაკივით.
კომენტარები (0)