მე შენ მიყვარდი ..

მე შენ მიყვარდი იმავე გრძნობით,
როგორც სამყარო, როგორც ბავშვობა,
რომრლიც ჩემში კრთებოდა წლობით
და მერე შენთან ერთად დამშორდა.

ყველა შესაძლო სიმშვიდეს გავცდი,
ისე რომ ფეხიც კი არ დამიცდა,
მე შენ მიყვარდი იმავე განცდით,
როგორც ამოსულ მზეს დედამიწა.

მაგრამ რას იზამ. შენ ყველა კარი
ისე დახურე - არ შემომიშვი
და გღრღნიდა ეჭვი - ათასი ქმარი
შენი სიზმრების აშლილ ლოგინში.

ერთხელაც სახლში შემოვა ღმერთი
საღამოებიოს ლურჯი კვართებით,
არ გეყოლება არავინ გვერდით
და უნებლიეთ შეგიყვარდები.

გაოცებისგან მეც ხელებს გავშლი 
და როცა სადმე შემეგებები - 
ვიყვირებ, როგორც ყვირიან ზღვაში
ნაპირს მომდგარი თეთრი გემები.