ჯერ სიყვარული კაბასავით გამოიცვალე ..

ჯერ სიყვარული კაბასავით გამოიცვალე,
სარკემ იხილა შენი მხრების შიშველი მზერა,
მერე იწვიმე ნაწვიმარი, ბობის საცოლეს
მეგობარივით ვეყვარები, ძალიან მჯერა.

თეთრია არა? გაგხდიან და ღამე ჩაიცმევს,
დაკარგულ სულში შოფ–ტურებზე იჩუმკისკისებ,
გამხდარ ოთახში მოგიტანენ ვნებას საინძე,
დაშაშრულ ტუჩებს შეექცევი მერე ვისკიზე.

ძალიან მჯერა და დავყურებ ქალაქს ზემოდან
და ისიც ვიცი, მიატოვე ჰანტელი, სინდი,
ესხვაფერები ოცნებების ახალ ჩემოდანს,
ბობი ნამდვილი ვაჟკაცია, ვფიცავ სინდისს.

ეს ექვსი თვეც და მარტის სამში გაჩუქებს იას,
ნაიმწუთარი მოგონება დარჩება ცალკე,
მიდი, იწვიმე, ინაწვიმრე, ნუ გეშინია,
საიდუმლოებს საუკუნოდ ინახავს სარკე.

წყარო: litklubi.ge