გადმოწერა: PDF

და როგორციქნად გადაბმული ძველი სპირალი ..

და როგორციქნად გადაბმული ძველი სპირალი
და ჩაიდანში მიკრობების დეზინფექცია,
მეექვსე დუბლი – გაცინება კოკისპირული...
ეს ძველი წყალი დილით ადრე გადაგვექცია.

ან გაღიმება – ბაგეების ძველი ბარდანი
ჩემს ღამეებზე, კორიდორში წრფელი გინება,
პირველ ყოვლისა, ვიცი, მორწყავ ჯუჯამანდარინს,
როგორც ფავორიტს... კაქტუსები, მერე გვიმრები.

გარეთ თავხედად ამოსული მთვარე – დებატი
და ნაწვიმარში გაფანტული წვრილი გროშივით,
შიგნით სიშიშვლე – ჩამოშლილი დამწვარ მხრებამდე,
ცარიელ პურად რომ მომშივდი და რომ მოგშივდი.

ეს იატაკიც დილით ადრე გამოგეგავა,
ივლისის ათი სადაცაა სარკმელს მილულავს,
რათა ერთხელაც ითამაშო ქალი მეძავად,
რათა ერთხელაც გაიცინო კოკისპირულად.

წყარო: litklubi.ge