დაკავებული ადგილები, თვალები, მარა ..


დაკავებული ადგილები, თვალები, მარა
ყველა ძველი და დაკარგული სითბოს შენახვა,
გახვიდე გარეთ გაიხურო ყოველი კარი
და გითხრან ქალი, ქალი რომ ხარ, რომ ხარ ვენახი.

რომ ოცნებობდნენ, რომ თვალები, თმები, თითები
და მიტევება, გაკემსილი სულთან ირიბად,
რომ მიიტანე მზის სინათლე, როგორც მზითევი,
რომ დაგიბრულეს მოწყენა და არატირება,

რომ ტყდება ღამე, უფრო მძიმე, ღამე – ბოქლომი
და იქნებ ნივაც გაგიჩერონ, დაღლილს, არც ისე,
სულაც იხდიდე, გუშინდელს და ნებაყოფლობითს,
სახადებს, კაბებს, ნათითურებს, ვალებს, ნარცისებს.

მაგრამ თვალები, საფლავები, ყავარაყრილი
და დალექილი, დაკარგული სითბოს შენახვა...
მოხვიდე მერე, წარსულებზე შეიხსნა ღილი
და მითხრა, ქალი რომ ხარ, რომ ხარ ვენახი.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი