ავტოპორტრეტი

რას წამოვიდგენდი, ძვირფასო პორტრეტო,
თუ ასე ჩემი ხარ და ასე, ოც წლამდე,
ქალაქის წყალ–წყალა წვიმებმა გაგტრიტეს
და მერე საკუთარ წარსულებს ხოცავდი

და სადღაც მიგქონდა გრძნობების ურიკა,
ისეთი მომჟავო და დაბლანაყარი,
რომ დარჩი გზადაგზა და ისე სუსტი ხარ,
ან უნდა გავჩუმდე, ან უნდა ვიყვირო.

რას წარმოვიდგენდი, დღეები მგზნებარე,
პატარა ამბები, ბაკლები მოცლილი,
“რომ ვიღაც მოვიდა და ღმერთი გებარა“
და მაინც კოცნიდი...გკოცნიდნენ...ჰკოცნიდი

და ისევ ორკესრი, ჩარჩენა, ტყრშიალი,
მეასე სადგური...მეასე სადგურში...
რას წარმოვიდგენდი, თუ არც კი გშიოდა
და ისე გაძეხი და ისე გაბუჟდი,

რომ პალმა, პალმები, ფოიე, ოტელი,
რომ სევდა, მოსული ღამეთა ლორწოდან...
რას წარმოიდგენდი, ძვირფასო პორტრეტო,
რომ ასე ძალიან, ძალიან მომწონხარ.