ვიოლინო


სიზმრებში თოვაა გამოცხადებული.
შენ ივლი. ჩვენ ვივლით სიზმარში და თოვლში.
ქროლვაში. შრიალში ქროლვის და შებურვის
მოშლილი დღეების ნაკვალევს ამოვშლით

მზერიდან. თოვიდან. სიმშვიდე. მილორდი.
თავიდან ჩადგება ბაღებში ბოლომდე
და გრძნობა რომელსაც სიტყვებით ტიროდი
და მერე უსიტყვოდ ბოლავდა. ბოლავდა.

ჩემში. უნაზესი ფიფქებით შენავლა
სიზმრები. გადაღმა სხვების და ქვიშებში
რამდენი დახრჩობის. და ახლა შენ ივლი.
სიცოცხლის. ამინდის. ყველაფრის მიზეზი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი