ცირა


რწყილმა ჰკადრა შავ ძროხას:
– ფშეი, ფშეი, "ცირასო",
მოკლეზე რომ დაბმულხარ,
ღამით როგორ გძინავსო?
ხედავ მსხალთან "ნიკორას"
უდარდელად ხვრინავსო.
ძროხამ ასე მიუგო
არამკითხე მოამბეს:
– მართალი ხარ, "ნიკორას"
გრძელი თოკი მოაბეს,
ახლა სიზმრებს ნახულობს
წითელ–ყვითელ ფერებად.
მე ჯერ უნდა მომწველონ,
ხბო მყავს პეპლისთვალება,
"ნიკორა" კი ხარია,
რაღას მოიწველება?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი