წიგნი


ცრუ პერსპექტივა -
მებაღეებიც იყენებენ ზოგჯერ ამ ტერმინს,
ვთქვათ, სუროს კედელს რომ აღმართავ ქვის კედლის ნაცვლად,
"წაიწევს" ბაღი...

მე ვცხოვრობ ტყეში,
და როდესაც ტყის კარს ვერ ვაღებ,
მგელივით ვყმუი.

(ნუ იტყვი, მწვანე გიხდებაო -
შეკიდულ ჭერზე
ამოდის ხოლმე
გველისმჭერი,
კვიცი
და ვერძი...)

სხვა დანარჩენი მანდ წერია, მომდევნო გვერდზე,
თბილისის წიგნის ფესტივალზე გიყიდე წიგნი -
"მებაღეობა".

აწი შენ თვითონ შეარჩიე მზის გული,
ხედი,
ნიადაგი,
განი და სიგრძე...

ვინძლო, ერთ დღესაც
ძალისძალად ჩარგული ნერგი
შენი ბაღის ყვავილად ვიქცე!..

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი