ფრთხილად ..


ფრთხილად,
ფრთხილად, ლოკოკინებო,
აქ ტროტუარი კი არა აქვს წყნეთის გზატკეცილს,
მოთმინება გმართებთ ასკეცი, -
ტყის პირამდე კიდევ შორია.
ფრთხილად,
ფრთხილად, ლოკოკინებო,
ნუ დაიწყებთ ახლა ბორიალს,
ნუ ენდობით აპრილის წვიმას,
ის ყვითელგულა ყვავილებზე ბროლივით ბზინავს,
დახრის ღეროებს...
ნუ, ნუ აძვრებით,
ისედაც ისმის,
მოფუთფუთე ტყეში შაშვები
როგორ გალობენ - წკრიალა ხმებით... ...............................
მერე თქვენ ისე ინუსხებით,
მზის გულზე ხმებით!..

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი