თარიღი


მაღლივ კორპუსთან
კაცივით მდგარ საგზაო ნიშანს
შევხვდი...
არვიცი ეს რას ნიშნავს -
ცუდ სიზმარს, ავ თვალს, თუ სხვა რამეს...
ორნი ერთ ბოძზე:
სამკუთხედში - ბარი და ხრამი,
წრეში - ორმოცი.

და წვიმის წყალი
ყელში რაკრაკით ჩასდიოდა გზას, სარქველახდილს...
მარტში სწორედ ორმოცის გავხდი!..

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი