მ გ ზ ა ვ რ ი


ლექსით ვიარე... ლექსით მოველ... ახლა გარიდებ
მზერას და წყალში მთიები და მთვარე მოჩანან...
მყავდა ბევრი მეგობარი და
ჩერქეზული ცხენი, ოჩანი.

უკვე რიჟრაჟმა ჰორიზონტი მოაკრიალა,
(მე ბალახი ვარ, გასათიბი, შენ ხარ ცის ნამი).
ცხოვრება ჰგავს ღვინის ფიალას,
რომ დალევ და მეტს არ გისხამენ.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი