დგას ნისლი, როგორც საკმეველი ..

დგას ნისლი, როგორც საკმეველი,
ხელები ცისკენ აღუპყრიათ ხეებს - მლოცველებს.
მეტროსადგური "ახმეტელი". ქარი. ოტელი.
ჯიბე. ბილეთი. ლატარეა.
(არც შავი დღისთვის, არც თეთრისთვის არ მყოფნის ფული!..)
ჩემი სამშობლო ტაძარია
და შესაწირი ბატკანივით -
გარშემო ვუვლი.

წყარო: urakparaki.com