ძეგვში


– დედაო, თეთრი ჯვარი მოჩანს თქვენი ფანჯრიდან,
შორსაა ერთობ!..
და მაცხოვარიც, ეს ჯვარი რომ მხრებით აზიდა,
და უფრო თეთრი
თოვლია ირგვლივ... აჰ, დედაო, ვხედავ ბავშვებს
სითბო აცვიათ.
დავრჩები აქვე, –
მერე რა, რომ ბრგე ვარ ნაძვივით...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი