"ოდა" სამშობლოს

სხვის ნიფხვებს იცვამს ჩემი სამშობლო,
ნაგვის ბუნკერში იქექება
ქუჩის ძაღლივით...
ათივე თითი გალოკილი – ძვლამდე. ძვლებამდე.
(სუსხი.
ვალები –
მტარვალები)
– ვაგზალზე მიდის? – კითხულობს ბავშვი ავტობუსში,
ჩხირები ხელში.
– ვაგზალზე მიდის? – კითხულობს ბავშვი.
ვერავინ ხედავს –
თითქოს თვალები თაბაშირით ამოუგლისეს,
არავის ესმის,
ყურსასმენები უკეთია დიდს და პატარას.
მუსიკალური თერაპია.

ჰერმაფროდიტია ჩემი სამშობლო:
ხმარობს – შემთხვევით წაქცეული თუ მოიხელთა,
აძლევს – თუკი დააძალებენ.

წყარო: urakparaki.com