კითხვა-პასუხი


აჩქარდა გული,
გადაუსწრო აპრილის ნიავს,
ქანქარიანი საათის წამზომს...
რისთვის ან რატომ წაშალეო ამდენი ლექსი?!.

ეჰ, გულო, გესმის? –
ყველა კითხვაზე რომ ჰქონოდა პოეტს პასუხი,
შენ - სულ მოუცლელს - არასოდეს შეგაწუხებდა...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი