დამალობანა


მოვედი, ზღვაო, მოგიყოლე ქვეყნის მოკითხვა,
- მოეფერეო, აკოცეო, - სოხუმელებმა,
სხვაგან მეგონე, შენ კი თურმე აქვე ყოფილხარ, -
მითრთის ხელები...

ვთამაშობთ - ვითვლი, ვითვლი, მაგრამ... არ ვიხილები,
ვთამაშობთ - ღელავ, ღელავ, მაგრამ... მზერას ირიდებ;
რად ამაწყვიტე ეს კენჭები - თეთრი ღილები
გულისპირიდან?!.


18.04.2010
ბათუმი

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი