მე შემიძლია ჭრელ პეპელას გამოვეკიდო ..


მე შემიძლია ჭრელ პეპელას გამოვეკიდო
და მის დევნაში ეკალ-ბარდზე გავიჭრა სახე.
ჩამოდი, მნახე...
უღრან ტყეში ვცხოვრობ როდიდან,
და როგორც სტუმარს,
ახალთახალ კენკრას მოგიტან,
შეგასმევ ცრემლებს,
გადმოდენილს ვაზის ტანიდან,
შიშველი ყლორტით, - ...................
შენ ოღონდ მოდი!..

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი