ნუშები


დგანან ნუშები ხიდთან ახლოს,
ვერეს სხვადასხვა ნაპირას,
ეძებს ზამთარი სამოსახლოს,
სულ სხვაგან წასვლას აპირებს.

პირველი ნუში: სიზმრად გნახე, -
მეორე: როგორ ნეტავი?..
- მთლად გიფარავდა ლამაზ სახეს
ყინული - რკინის მკვნეტავი...

გული ბუდიდან ამოფრინდა,
მეგონა უკვე გახმი და...
ახლა მე გკოცნი გამოღმიდან,
შენ გამეფოთლე გაღმიდან.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი