აღდგომა

რა მაღლა ჰგიებ, -
ცაზე მაღლა,
მზეებზე მაღლა...
(როგორ მსურდა გზაზე გხლებოდი...)
აღმსდგარხარ...
თუმცა მე მაშინაც მწამდი, უფალო,
როცა ამ მძიმე ქვის ლოდის ქვეშ მეგულებოდი...

წყარო: urakparaki.com