გაუცხოება

დღეს ჩვენი გზებიც გადათხარეს ბულდოზერებმა,
და მტვრით და შიშით ამოევსოთ ხეებს თვალები;
გრძელდება თურმე საიდუმლო - ცაზე - სერობა
ცხრავე პლანეტის... აქ ელიან როგორც ცვალებად
მოღრუბლულობას, ისე წვიმებს ცისფერ რტოებად; -
(არ შეაწუხებს მარტის ქარსაც სინდის-ნამუსი...)
დგას ჩვენს ორს შორის უმიზეზო გაუცხოება -
განუმარტავი ცენტურია ნოსტრადამუსის.

წყარო: urakparaki.com