გამინაპირდი ივირონის ღვთისმშობელივით ..


გამინაპირდი ივირონის ღვთისმშობელივით,
მაგრამ მე - ცოდვილს - აღარ ძალმიძს ხელი შეგახო;
ზღვის წყალი ხეებს ზეთისხილის არ დაელევა,
და არც მებაღეს.

მაგრამ სურვილი შენი ნახვის სულ სხვა ყოფილა,
(იმედიც, მსგავსი შუაცეცხლის, განზრახ შემინთეს...)
ცის ზღურბლთან ვდგავარ დაღლილი და დედიშობილა, -
ღმერთო, შემინდე!..

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი