ეკლესიას გავუჩერდი დღეს


ცისარტყელა უშფოთველად წევს,
ვითომ შენი გაკაწრული წარბია,
თუ ერთი დღე უდრის ათას წელს,
წლები ახლაც დღეებივით გარბიან.

მილხინს? - მაინც შენკენ ვიწვდი ხელს,
მიჭირს? - ისევ შენ მოგმართავ ვედრებით,
ეკლესიას გავუჩერდი დღეს,
უცნაურად უბრწყინავდა კედლები.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი