0 36

იანო /მთის მოტივზე/


იანო, სად იარები,
მინდვრად მოსულან იები,
გგვანან ცისფერი თვალებით,
გულ ფოთლებ გაღეღილები.
მოუყვებიან თემშარას,
ფეხზე იცვამენ ფაჩუჩებს,
მათი სურნელიც შენსავით
ყველა სატკივარს აყუჩებს.
ცოტაც და წავლენ მომავალ
გაზაფხულამდე, იანო,
შენც წადი, მაგრამ ერთსა გთხოვ,
დიდხანს არ დაიგვიანო!..

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)