ფარფატებს ფრთამალი ფარვანა ..


ფარფატებს ფრთამალი ფარვანა,
იების იხუტებს იალაღს,
არავინ არ მოვა, არავინ, -
იალა!..

იალა!.. ვერაფრით დავძარი
ნახატი პალმები, რას ვიზამ?!.
დამენგრა ოცნების ტაძარი -
ასიზი...

სად არის ფრთამალი ფარვანა,
ესროლეს ნისლიდან არმადის,
არავინ არ მოჩანს, არავინ
არ მოდის...

იალა!.. ტყუილად ვიშარე,
ამაოდ ველოდე, ბოლოს კი
ჩავიცვი გამშრალი ნიჟარა
მოლუსკის.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი