რა ვქნა, თუ დღემდე ..


/ქუჩებზე ტექნიკური მარილი დაყარესო, გამოაცხადეს.../

რა ვქნა, თუ დღემდე ეს სურვილი ვერ მოვიშორე?
მოაპობს ქუჩებს მარილიანს თეთრი ”ლექსუსი”,
შენ დგახარ ქარში, აკვირდები ფერმკრთალ სიშორეს,
მე კი ლექსს ვუცდი..
კამკამებს ბოთლში კონიაკი - აპერიტივი...
დღეს - იუბილარს - თავნებობაც გეპატიება,
მოვიდა შენი თებერვალი, მე კი მარტი ვარ,
გავწვიმდები და მოგიჩითავ სიზმრებს იებით.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი