ბუმერანგი

                           გ-ს

თოვლჭყაპს ჰგავს შენი ერთგულება,
თოვლი და წვიმა - გაერთობიან და წავლენ...

მარტოობაც ბუმერანგია, -
გაისვრი და დაგიბრუნდება,
ხან შორიდან,
ხანაც ახლოდან,
უბრალოდ ზოგჯერ, დოლაბივით მძიმე რომ ხდება,
ვეღარ დაფრინავს.

წყარო: urakparaki.com