რარიგად დუმან სასაფლაონი ..

რარიგად დუმან სასაფლაონი,
მთებს გაჰყურებენ,
მთები დგანან ნისლის ქურქებით,
ცა იქუფრება,
ემსგავსება რუხ მარმარილოს,
ცუდად გაჩორკნილს...

ცას ცა არ ჰყოფნის...

სადღაც აქ წვანან პოეტები -
ოთარ მიქაძე, ცხონებული,
ქუდით - ელდარი...

და პოეზიაც, ალბათ, ეგ არი, -
სიჩუმე და
სუფთა ჰაერი...

წყარო: urakparaki.com