0 73

მიპოვე


გათოშილ მთვარეს ტალღა შუბლს ახლის,
ვიხსენებ: ქვიშა... ”შატო”... შერბური...
შენ დედისერთას სინდრომით დაღლილს
სულ ზურგზე გძინავს, თანაც მეფურად

თვლებივით ითვლი ბრჭყვიალა ხომლებს,
წლებს და თოლიებს, იქნებ, გარისკო, -
მე ნიჩბის ტარზე ვიძინებ ხოლმე,
პირით - იმ ცივი, თეთრი მთვარისკენ,

მოდი,
მიპოვე…

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)