0 180

ახალი წელი რაჭაში


               ”გოუმარჯოს რაჭველებს!!!”


ტუჩის კუთხეში გოზინაყი - ახალი წელი,
თვალებში სხივი, არეკლილი სათამაშოდან.
მოდი, თუ გინდა შენ მაჭამე ფუმფულა ხელით,
მერე ”რაშოვდა”,
ან ”წერეთელმა დაგვიბარა” - მამაპაპური...
დღეს ჩემს ოთახში მანანა და ფქვილი გათოვდა,
ბეღურა ვარ,
შენ კი მაპურებ.





ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ, მთელ საქართველოს ბედნიერი ახალი წელი - მრავალჟამიერ!

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)