აუტოდაფე


ტყუილად წერა გაზაფხულმა მწვანე ფურცლებზე,
აუტოდაფე, -
ხმელი ფოთლები დაუფერფლავთ შუა ქუჩაზე,
ცხელი თვეების ფერწასული ხელნაწერები.
ახლა ნაცარს ქარი გაფანტავს,
და ჩემი სევდაც,
ნაცრისფერი,
შეეყინება ზამთრის მთვარეს ქუთუთოებზე.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი