0 33

კაბადოკია


                           ი. ლ.-ს

ახლა რომ ვიყო კაბადოკიაში,
ლექსებს დავწერდი დედოფლის ბაღებზე,
როგორ უხდებოდათ კაბა, მაკიაჟი,
თავშლებს იფერებდნენ წვიმებით დაკემსილს
გიორგობისთვეში,
გურჯ ხათუნს ბაძავდნენ,
მიწას ასდიოდა სურნელი კანაფის... ...მერე მთები იქცნენ მერცხლის ბუდეებად
და სული განაბეს.

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)