მთვრალი პოეტი


                                                   ქარდას

ვარ ბედნიერი - რუსთაველზე მოვდივარ ფეხით,
გამასწრო ეტლმა სადღაც ცისფერ გალერეასთან,
ვითვლი ნათურებს: ათი, ოცი, ოცდათხუთმეტი,
ესეც მეასე...

ვერც ფსოუს წყალი დავლიე და ვერც კაპოეტის,
ჯანდაბას ყველა საზღვარი და... მათემატიკა,
ისე ვუხდები ახლა თბილისს მთვრალი პოეტი,
ვით წმინდა პეტრეს სამლოცველო შუა ვატიკანს!..

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი