ყავის ფინჯანი


ჭიამაიას

ვერ გამიგია,
მთვარემ დაყო ჩემი ჩრდილები,
თუ შენ დაყავი?..
ქარის ხმა წყდება,
ფერმკრთალდება,
თითქმის ილევა, -
ვუსმენ და ყავა
მიცივდება
თანდათანობით...
წლები ნანობენ?
არც არაფერს ნანობენ წლები, -
მხოლოდ მე ვგავარ
ყურმოტეხილ ფინჯანს ყავისას,
თანაც მტირალას...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი