0 75

ახსოვს ქვაფენილს


ახსოვს ქვაფენილს კახთ ბატონის ჯარის გუგუნი
და ნაპერწკლები ოფლიანი ცხენის ფლოქვების;
ხედავ, გომბორზე გაფუყული ნისლი სლუკუნებს
და ეს გზაც მალე გრილი წვიმით გაილოკება.

- დიახ, ბატონო, ქართველი ვარ, მქვიან აითურ
და ქართულ ცაზეც ტყუილად მაქვს მთვარე გაჩრილი, -
მტვრიან ხავერდზე შეტოკდება ხმალი ბზარითურთ
და აივანზე გადმოდგება თეკლას აჩრდილი...

ახსოვს სასახლეს აბჯრიანი ჯარის - იცოცხლოს,
მეფე ერეკლემ იცოცხლოსო, მრავალჟამიერ!..



                               20.09.2009 წ.
                                 თელავი

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)