შორს ვარ


წყლულს ირჩენს ფიჭვი,
ბლანტი სითხით ფარავს იარას გაძრცვილ მერქანთან.

ჩემს ჭრილობას სულ სისხლი დასდის...
არც დედდება,
აღარც წყალდება, -
შიშველ ტალღებად ეხეთქება ხსოვნის ჯებირებს...

მაინც მწყურია, -
რა შორსაა დიოსკურია
და...
მეც რა შორს ვარ!..

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი