0 126

არც სინანულის, არც ვედრების არ შემრჩა ძალა ..


არც სინანულის, არც ვედრების არ შემრჩა ძალა,
ამოგიჩემე, ვით ამ ლექსის ძველი ფაბულა,
და სურვილს შენთან მიახლების ცალ ხელში ვმალავ
საგულდაგულოდ...
გამიფრინდება ეს სურვილიც, ვიცი, ნიადაგ
ასეა, როცა მონატრება მიჭერს მარწუხებს;
მერე ცეცხლს ვაფრქვევ, ცალი ფლოქვით ვტკეპნი ნიადაგს
და ცას ვაწუხებ...

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)